თარიღი    დრო

თადუმაძე-სარალიძის შეხვედრა - რითი დასრულდა შვილმოკლული მამის მთავარ პროკურორთან ვიზიტი

საქართველო, თბილისი - 17:02 07.18.2018 1966

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გუშინ ქვეყნის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“ ინტერვიუში სარალიძე აცხადებს, თადუმაძისგან პირობა მიიღო, რომ ის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. ამასთანავე, მან პროკურორს განუმარტა, რომ შვილის საფლავზე რამდენიმე თვეა არ ასრულა, რადგან პირობა დაუდო, რომ მისი მკვლელების დასჯის შემდეგ ავიდოდა იქ.

როგორც სარალიძე აღნიშნავს, 25 ივლისს, დავით სარალიძეს დაბადების დღე აქვს და იმედოვნებს, ძალოვანი უწყება ამ დრომდე რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.  

_ ზაზა, რა შედეგით დასრულდა პროკურატურაში თქვენი ვიზიტი?

_ საქმის პროკურორები შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ, რომლეთათვისაც პირდაპირ უნდა მომეთხოვა, თუ რა გააკეთეთს.

_ ანუ, ის პირები, რომლებიც რადიკალური ნაბიჯების გადადგმას დაგპირდნენ, ამ შეხვედრაზე არ მოვიდნენ?

_ არ მოვიდნენ.

_ ვინ იყვნენ ეს პირები?

_ ზუსტად სახელები და გვარები არ ვიცი, მთავარ პროკურატურაში მუშაობენ, ახლები არიან. მხოლოდ შალვა თადუმაძე შემხვდა. ვისაუბრეთ ადამიანურად. საქმის მასალებს თავიდან ბოლომდე გავეცნობი, პირველი დღეა, რაც გამოვედი და ყველაფერს მაქსიმალურად გავაკეთებო, მითხრა. ვნახოთ, რას გააკეთებს.

_ კონკრეტული ვადა თუ განუსაზღვრეთ რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად?

_ არა. 25 ივლისს, არის ჩემი შვილის დაბადების დღე. მთავარი პროკურორი საქმის კურსში ჩავაყენე, რომ ჩემი შვილის საფლავზე განაჩენის დღიდან არ ავსულვარ, რადგან ჩემი შვილის წინაშე პირობა მაქვს დადებული, რომ სანამ რადიკალური ნაბიჯები არ გადაიდგმება, მანამდე არ ამოვალ-მეთქი. იმედია, ამას გაითვალისწინებენ.

__ ამ საქმეს ქვეყნის მთავარი პროკურორი შეეწირა. როგორ ფიქრობთ, შეძლებს თადუმაძე რადიკალური ნაბიჯების გადადგმას და თქვენს მიერ დასახელებული პირების დაკავებას?

_  ამასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან თადუმაძესთან ჩემი შეხვედრა სულ რაღაც, 15-20 წუთი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მეუბნებოდა, რომ ამ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვან, მაქსიმალურად მივადევნებ თვალ-ყურს, მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჭეშმარიტება დადგინდესო. ვნახოთ, დაველოდოთ, რამდენად შეეცდება ყველაფრის გაკეთებას.

_  კამყოფილი ხართ თადუმაძესთან შეხვედრით?
_ ერთი შეხედვით, ადამიანური საუბრიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვარ, თუ არ მომატყუა. შემდეგი ეტაპებიდან გამოიკვეთება, სიმართლე რამდენად მელაპარაკა და რამდენად დასაჯერებელია გუშინდელი მისი საუბარი.

_ თუ ჩააყენეთ საქმის კურსში მთავარი პროკურორი თადუმაძე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თქვენ და თქვენს მეუღლეს გისმენენ?

_  კი, ამის თაობაზე ვესაუბრე და ისიც ვუთხარი, ის ბავშვები არ დაუსვიათ მოსმენაზე, მე და ჩემი მეუღლე რატომ დაგვსვეს-მეთქი. განმიმარტა, რომ ამ შემთხვევაში, ყველა შეიძლებოდა მოსმენაზე ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერს დავაზუსტებო. ზუტსად ამაზე გავღიზიანდი, ის ბავშვები არ დასვეს მოსმენაზე და მე და ჩემი მეუღლე რატომ დაგვსვეს.

_ არ კითხეთ, ყველა რატომ უნდა დაესვათ მოსმენაზე და თუ ყველას უსმენდნენ, ინციდენტში მონაწილე ბავშვებს რატომ არ მოუსმინეს?

_ კი, ვკითხე და ყველაფერს გავარკვევ, საქმის მასალებს თუ არ ჩავხედე, ზედაპირულად ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემო, მიპასუხა.

_ თქვენ საინდან გაიგეთ, რომ გისმენდნენ?

_ მომივიდა ინფორმაცია...ჩემს ადვოკატს უკვე შეტანილი აქვს პროკურატურაში მასალების გამოთხოვაზე განცხადება, რომ დავადგინოთ თუ რის საფუძველზე დააყენა პროკურატურამ მოსმენასთან დაკავშირებით, მოსამართლესთან შუამდგომლობა.

_ თქვენ რას ვარაუდობთ?

_ ალბათ, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტი რომ დაედგინათ, რასაც რა თქმა უნდა, არანაირად ადგილი არ ჰქონია. მე ამ პროცესებში ჩართული ვიყავი, ხან ვის შევხვდი, ხანაც ვის, მაგრამ ჩემი მეუღლე დამნაშავედ რატომ მიიჩნიეს, ამას ვერ ვხვდები.

ესაუბრა ეკა ლემონჯავა, „ჯი-ეიჩ-ენი“




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%