თარიღი    დრო

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 20:42 07.16.2018 122

საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და რეფორმების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედკალი აბილგაზიევმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით, რომელსაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად პარლამენტმა ახლახან ნდობა გამოუცხადა.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ფინანსთა მინისტრს წარმატება უსურვა ახალ თანამდებობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ პრეზენტაციას, რომელიც შეეხებოდა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებებით ფინანსთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ინიციატივებს.

ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციაცა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოში OGP-ის სამიტის ფარგლებში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის როგორც აღმასრულებელი ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წამომადგენლები იმყოფებიან.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%