თარიღი    დრო

დასახელდა ქვეყნები სადაც ტურისტები მათი გადაჭარბებული რაოდენობის გამო არ უხარიათ

საქართველო, თბილისი - 16:41 06.30.2018 2595

რიგ ქვეყნებში მომატებულ ტურისტულ ნაკადთან ერთად დაინერგა სახელი „overtourism“, რაც ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმართებაში ბევრად დიდ ტურისტულ მაჩვენებელს გულისხმობს. 

ზოგიერთ ქვეყანაში ტურისტებს აეროპორტშივე ხვდებიან ტრანსპარანტებით - „დაბრუნდით სახლებში“ ან უარს ამბობენ მათ მომსახურებაზე.

მომსახურების სერვისის ექსპერტებმა შეისწავლეს საკანონმდებლო ინიციატივა და შეადგინეს ადგილები, სადაც ტურისტები „არ უხარიათ“. სიის პირველ ადგილს იკავებს ვენეცია. 

გასულ წელს ქალაქი, რომლის ადგილობრივი მოსახლეობა 633 ათასს შეადგენს, მოინახულა 5,3 მილიონმა ტურისტმა. შედეგად ქალაქის მუნიციპალიტეტმა დააწესა შემდეგი ჯარიმები - 500 ევრო ნარჩენის ქუჩაში დაგდებისთვის, არხებში ბანაობისა და ველოსიპედით სეირნობისთვის. ასევე გეგმავს შეზღუდოს ტურისტული ლაინერების რაოდენობა, რომლებიც ლაგუნაში შედიან.  

მეორე ადგილზეა ბარსელონა. ანტიტურისტული აქციები მიმდინარეობს ბარსელონაშიც. გასული წლის აგვისტოს თვეში უცნობი ადამიანებისგან შემდგარმა ჯგუფმა გააჩერა ავტობუსი. ერთ-ერთი მათგანი მძღოლს დანით დაემუქრა და მგზავრებს მიმართა - „ჩვენ თქვენი მოსვლა არ გვიხარია. დაბრუნდით სახლებში“. ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც მემარცხენე რადიკალების წევრები სილიკონის და სკრეპების საშუალებით სიმბოლურად ლუქავენ ჰოსტელების და ტურისტული ოფისების საკეტებს.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ტურისტების ნაკადი ზრდის ქვეყანაში დაწესებულ ფასებს საცხოვრებელსა და საკვებ პროდუქტებზე, რაც იწვევს კრიმინალის ზრდას.

ჰოლანდიის მთავრობამ აკრძალა ალკოჰოლური სასმელები და ნარკოტიკები წითელი ფარნების კვარტალში. ხოლო ტურისტულ ჯგუფებს რომელიც 5 ადამიანზე მეტი წევრისგან შედგება აეკრძალათ მეძავებისთის ყურება, წინააღმდეგ შემთხვევაში გიდებს უწერენ ჯარიმას 190-დან 950 ევრომდე.

სიაში შევიდა ასევე დუბროვნიკი და სანტორინი. მათმა მმართველობამ ტურისტების რაოდენობა დღეში 8 ათასამდე შეზღუდა.  

მილანში სელფის ჯოხები, სასმელები შუშის ჭურჭელში და საკვების მოძრავი ვაგონები შეზღუდეს.

იბიცა და მაიორკას ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ წლის მაისის თვიდან ტურისრული გადასახადი ორჯერ გაზარდა

ბორაკაი - ფილიპინების კუნძული დახურეს ტურისტებისთვის აპრილის თვის ბოლოდან 6 თვის ვადით, მისი ძლიერი დაბინძურების გამო.

მაჩუ პუკჩუზე ისტორიული და ბუნებრივი ობიექტების დაცვის მიზნით, გასულ წელს შეზღუდეს მისი მონახულების რაოდენობა და დააწესეს ტურისტული გადასახადი 30 დოლარის ოდენობით.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%