თარიღი    დრო

ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს წინააღმდეგ „შავ სიას“ ადგენს

საქართველო, თბილისი - 15:22 06.28.2018 2428

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ე.წ. სპიკერმა, პეტრე გასიევმა კომენტარი გააკეთა საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილ - "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიებთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, თბილისმა შეადგინა სანქციების სია, სადაც შევიდნენ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1991 წლიდან მოყოლებული. პარლამენტი უკვე დიდი ხანია ამუშავებს კანონპროექტს შექმნას საკუთარი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სია, რომელსაც პირობითად დაერქვა "გრიგოლ სანაკოევის" სახელი. მისი ვარაუდით ამ სიას წლის ბოლოსთვის მიიღებენ.

"სია აუცილებლად შეიქმნება და მასში შევლენ საქართველოს, ამერიკის, უკრაინის და სხვა იმ ქვეყნების მოქლაქეებიც რომლებიც მონაწილეობდნენ კონფლიქტში, მინიმუმ 2008 წლის აგვისტოს ომში“ - განაცხადა ე.წ. სპიკერმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის თბილისის გადაწყვეტილების საპასუხო რეაქცია, რადგან „სანაკოევის სიის“ მზადება ორი წლის წინ დაიყო.

"ჩვენ ამ სიას ბოლომდე მივიყვანთ და ეს იქნება ღია და საჭიროების შემთხვევაში გაფართოვდება და განახლდება“ - აღნიშნა მან.

გასიევი განმარტავს, რომ ეს სია მოიცავს ყველა შესაძლო სანქციებს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მასში მოხვდებიან. მათ შორის შეეცდებიან იმოქმედონ ინტერპოლის ხაზითაც.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%