თარიღი    დრო

ალექსანდრე ხუჯაძემ სანზონის მოსახლეობასთან ერთად თბილისის ზღვის სანაპირო დაასუფთავა

საქართველო, თბილისი - 14:40 06.23.2018 149

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მე-20 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე ხუჯაძემ, სანზონაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად, თბილისის ზღვის სანაპირო დაასუფთავა.

დასუფთავების აქცია  „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ მხარდაჭერით განხორციელდა.

საკრებულოს წევრის განცხადებით, თბილისის ზღვა, ზაფხულის პერიოდში ყველაზე მეტად მოთხოვნადი ადგილია, ამიტომაც  დასუფთავების აქციის ჩატარება სწორედ აქ გადაწყდა.

„ვფიქრობ, რომ ნაძალადევის რაიონი თბილისში რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ დახმარებით თბილისის ზღვის ტერიტორია დაგვესუფთავებინა.   დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სანზონაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღეს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ“  - განაცხადა ალექსანდრე ხუჯაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%