თარიღი    დრო

მდინარე არაგვზე წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია

საქართველო, თბილისი - 11:57 06.22.2018 251

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა  სააგენტომ მდინარე არაგვზე წყლის ხარისხი გამოიკვლია. ჩატარებული კვლევების შედეგად, მდ.არაგვზე წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირდა.

სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში განისაზღვრა 32 ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრი, მათ შორის, მთავარი იონები, ბიოგენები, ჟანგბადის ბიოლოგიური მომხარება, ელ. გამტარობა, გახსნილი ჟანგბადის შემცველობა და მძიმე ლითონების კონცენტრაციები. არებულ სინჯებში განისაზღვრა ასევე  ტოტალური კოლიფორმების,  E.coli-სა და ფეკალური სტრეპტოკოკების შემცველობა.

კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ყოველთვიური კვლევების შედეგები განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.gea.gov.ge




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%