თარიღი    დრო

სასამართლომ "ბახალას" საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

საქართველო, თბილისი - 16:26 06.19.2018 105

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ შესაძლოა, განაჩენი დღეს გამოაცხადოს.

ამ წუთებში, სასამართლოში დასკვნით სიტყვას ბრალდების მხარე წარმოთქვამს.

სხდომას არ ესწრება მსჯავრდებული, მან დღეს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ "ფარსში" მონაწილეობას არ აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი მიმდინარე წლის 23 იანვარს, პირდაპირ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 45 აბის და 4 აბის ნატეხის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. თუმცა, გამოძიებამ მას 2 აპრილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაუმძიმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%