ზუგდიდში ძმამ და დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მოხდა.
ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ბრალდებული დაკავებულია.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.