თარიღი    დრო

ტრამპი ევროპის მიგრაციულ პოლიტიკას აკრიტიკებს

საქართველო, თბილისი - 17:42 06.18.2018 208

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპამ ჩაიდინა „დიდი შეცდომა“ თავის მიგრაციულ პოლიტიკაში და გერმანიის მოსახლეობა სწორედ ამიტომ შემოტრიალდა თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ.

„გერმანიის ხალხი მთავრობის წინააღმდეგია, რადგან მიგრაცია არყევს ისედაც სუსტ ბერლინის კოალიციას. ქვეყანაში იზრდება დანაშაული“ - წერს ტრამპი თავის „Twitter“-ზე. 

მისივე თქმით, ევროპამ დაუშვა „დიდი შეცდომა“ თავის მიგრაციულ პოლიტიკაში.

„ჩვენ არ გვინდა რომ ის რაც ეხლა ხდება ევროპის იმიგრაციულ სისტემაში, ჩვენთანაც მოხდეს“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბავარიის ქრისტიან-სოციალური პარტიის პრეზიდიუმმა დღეს ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მიეცეს ორი კვირა, რათა მან გამონახოს საერთო ევროპული გადაწყვეტილება დევნილებთან დაკავშირებით.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%