თარიღი    დრო

დღეს თანამედროვე ხელოვნების სივრცე „ახალი ქიმერიონი“ იხსნება

საქართველო, თბილისი - 17:10 06.18.2018 618

18 ივნისს, 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრის გვირაბში, თანამედროვე ხელოვნების სივრცის „ახალი ქიმერიონი" პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი რუსთაველის თეატრის ორგანიზებით და თბილისის მერიის ხელშეწყობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოში თანამედროვე აუდიო-ვიზუალური ხელოვნების განვითარება და ხელშეწყობა. რუსთაველის თეატრის გვირაბებში არსებული სივრცე „ახალი ქიმერიონი" მუდმივად დაეთმობა თანამედროვე მუსიკალურ, ვიზუალურ და საშემსრულებლო ხელოვნებას.

პროექტი ,,ახალი ქიმერიონის'' გახსნის ღონისძიებაში ათობით არტისტი, სტუდენტი და მუსიკოსი მონაწილეობს: გიორგი ცაგარელი & ვაჟა მარი და strings - ელექტრონული მუსიკის და სიმების მელოდია ; მაქს მაჩაიძე - მუსიკალური ინსტალაცია ქიმერიონში; ნიკა მაჩაიძე - ქიმერების ვიდეო ინსტალაცია; ილია ქორქაშვილი - ვიზუალური ინსტალაცია; გიორგი ქორქაშვილის პერფორმანსი; ანდრო დადიანის პერფორმანსი: გიორგი მელაძის გვირაბის ვიზუალური პროექცია განათებით; გრაფიკის თანამედროვე ცენტრი, გრაფიკოსებით: ნინო ინჯია, ლეილა გრიგოლია, რომლებიც სპეციალური საბეჭდი დანადგარებით ქმნიან ნამუშევრებს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები, ფერწერა, ანიმაცია, პოსტერი. ხოლო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები გიორგი ცაგარელთან და ვაჟა მართან ერთად წარადგენენ მუსიკალურ პერფორმანს; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები ამზადებენ პროექტის დოკუმენტურ და მხატვრულ ვიდეო მასალას. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ რუსთაველის თეატრის მსახიობები: ანა ამილახვარი; თამთა ინაშვილი და ლაშა ჯუხარაშვილი.

1919 წელს ,,არტისტული საზოგადოების" შენობაში (რუსთაველის თეატრი) მწერალთა კავშირმა, ქალაქ თბილისის გამგეობისგან, რესტორანი ,,ანონა" შეიძინა და ხელოვანთა კაფე გამართა, რომელსაც შემდგომ ,.,ქიმერიონი" ეწოდა. სახელის შერჩევას მწერალთა კავშირის საბჭომ ათი სხდომა მოანდომა. საბოლოოდ ,,ქიმერიონზე" შეჩერდნენ. (სახელწოდება აღებულია ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდან). ,,ქიმერიონის" მოხატვა რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარმა სერგეი სუდეიკინმა დაიწყო. მოგვიანებით მას შეუერთდნენ კირილე ზდანევიჩი,ზიგმუნდ ვალიშევსკი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, მამა-შვილი მოსე და ირაკლი თოიძეები, ჭერის მოხატვა ალექსქნდრე ზალცმანმა ითავა. 1919 წლის 27 დეკემბერს ,,ქიმერიონში", მეგობრულ წრეში, მოეწყო ქართველ მწერალთა პირველი საღამო, 28 დეკემბერს კაფე-რესტორანი საზეიმოდ გაიხსნა.

,,ქიმერიონში" იმართებოდა ლიტერატურული შეხვედრები, მწერლები და პოეტები კითხულობდნენ და იხილავდნენ ახალ ნაწარმოებებს, პატარა სცენაზე გამოდიოდნენ იმ დროის გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მომღერლები და მოცეკვავეები. ,,საერთოდ ეს კაფე ძალიან თვალმწარმტაცი სანახაობა იყო, შადრევნების ირგვლივ, მაგიდებს შორის, თავისუფლად დასეირნობდნენ შვლები და ხანდახან სუფრაზე მწვანილსაც წასწიწკნიდნენ ხოლმე", – იგონებს ლადო გუდიაშვილი. 1922 წელს, ,,წარმოების ზარალის" გამო, ,,ქიმერიონი" დაიხურა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%