თარიღი    დრო

„Audi“-ს ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:10 06.18.2018 356

ავტოკონცერნ "Audi"-ს აღმასრულებელი დირექტორი რუპერტ შტადლერი „დიზელის სკანდალთან“ დაკავშირებით დააკავეს. მიმდინარეობს დადგენა, იყო თუ არა დაკავება სამართლიანი.

როგორც „Suddeutsche Zeitung“-ი იუწყება გერმანელმა სამართალდამცავებმა შტადლერი დროებით დააკავეს. ავტოკონცერნის დირექტორი ეჭვმიტანილია თაღლითობასა და გაყალბებაში. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს ჩხრეკა მის ბინაში. დაკავებულია ამ საქმესთან დაკავშირებული კიდევ 20-მდე თანამშრომელი. 

ცნობისთვის, ე.წ. დიზელის სკანდალი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ დიზელის ძრავიანი ავტომობილები სპეციალურად იყვნენ აღჭურვილები ისეთი მოწყობილობით, რომელიც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს აყალბებდა.

 
 



Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%