თარიღი    დრო

სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 13:27 06.18.2018 478

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

როგორც „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბახტაძემ აღნიშნა, ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს. 

მისი თქმით, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. 

„ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება. ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს. ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობით მოსაპოვებლად უნდა წარვსდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, დასრულდება კონსტულაციები პარლამენტში, ეს პროცედურა, განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, მთავრობაში რამდენიმე ახალი სახე იქნება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%