თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ვანის ქუჩაზე ძველი სატვირთო ვაგონი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
ამ დროისთვის, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.