თარიღი    დრო

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

საქართველო, თბილისი - 11:00 06.15.2018 1695

 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება, საიდანაც ის მთელს საქართველოზე გავრცელდება და ყველა დიდი ქალაქში ჩატარდება.

სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ფესტივალის სტარტის ადგილად აფხაზეთის ტერიტორია განგებ შეარჩია, რათა მასში მონაწილეობის, ლუდის დაგემოვნებისა და სიურპრიზების მიღების საშუალება ჩვენს აფხაზ ძმებსაც მისცემოდათ.

დრო: 16 ივნისი; ღონისძიების ადგილი: რუხის სავაჭრო ცენტრი - Bavaria- ლუდის ფესტივალი იწყება.

როგორც სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დამსწრე საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელოდება, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად ბავარიის  სამშობლოში  მოგზაურობის სრული პაკეტი გათამაშდება.

რუხში დაგეგმილ ლუდის ნამდვილ დღესასწაულზე მიწვეულია ყველა. სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ ლუდის ფესტივალზე დასწრების მსურველებზეც იფიქრა და მათთვის უფასო სატრანსპორტო საშუალებები გამოყო, რომლებიც მგზავრებს 16 ივნისის 17:00 საათიდან, გუბერნიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოემსახურებიან.

„Bavaria" სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" თანამშრომლობით საქართველოში გრანდიოზულ ფესტივალს გეგმავს. თუ ლუდი და გართობა გიყვარს მას აუცილებლად უნდა დაესწრო. ლუდის ფესტივალს აფხაზეთიდან, სოფელ რუხიდან ვიწყებთ და ერთი თვის განმავლობაში მთელს საქართველოს დავფარავთ. Bavaria-ს ლუდის ფესტივალი ჩატარდება ყველა დიდი ქალაქში, ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ბევრი სიურპრიზი, რომელსაც წინასწარ ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ გათამაშებაში იქნება სუპერ პრიზი - მოგზაურობა ჰოლანდიაში. ასე, რომ თუ გინდა ნამდვილი, ხარისხიანი ლუდის დაგემოვნება, გართობა და სიურპრიზები მოდი Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე“- აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.

ბავარიის  ლუდის ფესტივალი  21 ივნისს  ქ.ქუთაისში გადაინაცვლებს.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%