თარიღი    დრო

თბილისის საბავშვო ბაღებში 2018-2019 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება

საქართველო, თბილისი - 13:44 06.14.2018 214

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge ელექტრონულად არის შესაძლებელი.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე, 18 ივნისის 12:00 საათიდან, რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები), ასევე, 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა იმ აღსაზრდელის რეგისტრაცია, რომელიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიებს არ მიეკუთვნება.

წელს, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 15 ათასამდე აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე, დედაქალაქში ცხრა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ ბაგა-ბაღს ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%