თარიღი    დრო

ზურაბ პატარაძე ბულგარეთის ელჩის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველო, თბილისი - 10:24 06.14.2018 173

ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით ბათუმში გამოსამშვიდობებელი მიღება გაიმართა. ბულგარეთის საელჩოს მიერ, სასტუმრო „რადისონში“ გამართულ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი და ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დესისლავა ივანოვა ესწრებოდნენ. 

ზურაბ პატარაძემ ბულგარეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ბულგარეთი საქართველოს ურყევი პარტნიორია და ნატოსა და ევროკავშირის საკითხებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება შეუძლია. 

პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ექვსთვიანი ვადით ავსტრია გახდება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%