თარიღი    დრო

ევროპულმა სასამართლომ "ლუბუტენის" წითელ ძირიან ფეხსაცმელს ექსკლუზიური უფლება დაუმტკიცა

საქართველო, თბილისი - 12:55 06.13.2018 1136

ევროპული საბჭოს სასამართლომ დაამტკიცა ექსკლუზიური უფლება ფრანგი დიზაინერის, კრისტიან ლუბუტენის ქალის ფეხსაცმელზე წითელი ძირით და აღიარა, რომ წითელი ფერი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საფირმო ნიშანი.

სამართალწარმოება დაიწყო 2012 წელს, როდესაც ჰოლანდიური მაღაზიების ქსელმა „vanHaren“-მა წარმოადგინა ფეხსაცმელების კოლექცია „Fifth Avenue“ წითელი ძირით“ - იუწყება "BBC".

ლუბუტენმა ეს არაკანონიერ ქმედებად მიიჩნია და სარჩელი აღძრა ჰააგის სასამართლოში, რომელმაც აუკრძალა „vanHaren“-ს ფეხასაცმელების წითელი ძირით გამოშვება.

2014 წელს „vanHaren“-მა სარჩელი სააპელაციოში შეიტანა, სადაც საქმე ევროპის სასამართლოს გადაუგზავნეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ლუბუტენს არ შეიძლებოდა ჰქონოდა წითელ ძირებზე ექსკლუზივი, რადგან ევროკავშირის წესდებით, „საქონლის ფორმა, რომელიც მას მატებს დამატებით ღირებულებას არ არის აღიარებული სავაჭრო ნიშნის ელემენტად ევროკავშირის ტერიტორიაზე“.

ლუბუტენი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა. მან ფეხსაცმელი წითელი ძირით პირველად 1993 წელს გამოუშვა, რომლის დროსაც მან გამოიყენა თავისი ასისტენტის ფრჩხილის ლაქი. 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%