თარიღი    დრო

კახეთში ქერის მოსავლის აღების სამუშაოები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 13:58 06.10.2018 508

კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

ფერმერების განცხადებით, ქერის მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონამდე მერყეობს.
სამუშაოები აქტიურად გრძელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ „ერის იმედის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც შპს „მექანიზატორის“ 5-მა ერთეულმა კომბაინმა 400 ჰექტარზე დათესილი ქერის მოსავალი უკვე აიღო.

მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორის“ 87 ერთეული კომბაინია მობილიზებული, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში.

გარდა მოსავლის აღებისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

(NS)




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%