თარიღი    დრო

თბილისში დაგეგმილ აქციას ფოთიდანაც შეუერთდებიან

საქართველო, თბილისი - 11:18 06.10.2018 632

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას ფოთიდანაც შეუერთდებიან.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და მიკროავტობუსებით თბილისისკენ გაემართნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მამა ფაილოძის განცხადებით, მათი მიზანია, სოლიდარობა გამოუცხადონ ზაზა სარალიძეს. მისივე თქმით, ის, რაც ამჟამად ქვეყანაში ხდება, დაუშვებელია და ეს ვითარება უნდა შეიცვალოს.

საზოგადაოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ფოთიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად 150-მდე ადამიანი გაემგზავრა.

ცნობისთვის, პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციას ზუგდიდიდანაც შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, აქცია 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაიმართება.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%