თარიღი    დრო

თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 12:42 06.04.2018 937

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ და ოპერაციების მართვის დირექტორად თორნიკე გოგიჩაიშვილი დაინიშნა. ამ პოზიციაზე გოგიჩაიშვილმა ვანო ბალიაშვილი შეცვალა, რომელიც  თიბისი ბანკში თითქმის 20 წლიანი მუშაობის შემდეგ საქმიანობას  უკვე  სხვა სექტორში გააგრძელებს.

თორნიკე გოგიჩაიშვილს ფინანსური სერვისებისა და ოპერაციების მართვის მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება აქვს. თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე, ის  საქართველოს ბანკში ოპერაციების მართვის დირექტორისა და გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, გოგიჩაიშვილს სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია ეკავა BGEO ჯგუფში. თორნიკე გოგიჩაიშილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და ფლობს ოქსფორდის ბიზნესსკოლისა (Executive Diploma in Strategy and Innovation) და კავკასიის ბიზნესსკოლის (MBA) ხარისხს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ვანო ბალიაშვილს იმ თავდაუზოგავი შრომისა და შედეგებისთვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში გასწია. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო მისი წვლილი 2015 წელს, ბანკ კონსტანტსა და 2017 წელს, ბანკ რესპუბლიკას თიბისი ბანკთან შერწყმის პროცესში. წარმატებებს ვუსურვებ მას სამომავლო საქმიანობაში. აქვე მინდა თორნიკე გოგიჩაიშვილს მივულოცო თიბისი ბანკის გუნდში შემოერთება. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ფასეული შენაძენი იქნება თიბისის გუნდისთვის და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბანკის ზრდასა და განვითარებაში“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ვანო ბალიაშვილი  თიბისი ბანკში 1999 წლიდან  სხვადასხვა პოზიცია ეკავა. 2010 წლიდან დღემდე ის თიბისი ბანკის ოპერაციის მართვის დირექტორად მუშაობდა.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%