აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დამალეს ეს დანაშაული - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლეობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.
მისი თქმით, ზაზა სარალიძეს უნდა ჰქონდეს ადეკვატური შეკითხვები მთავარ პროკურორთან და პრემიერ-მინისტრთან.
„ესენი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დამალეს ეს დანაშაული და ზაზა სარალიძეს დაუმალეს სიმართლე“, - განაცხადა ჩომახაშვილმა და აღნიშნა რომ გამოძიება უნდა დაიწყოს ხელახლა და დაისაჯონ რელური დამნაშავეები, რადგან სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ არის ცნობილი, ვინ მოკლა დავით სარალიძემ. არ ვიცით ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. მოსამართლემ ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გაამართლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალი ედებოდა მხოლოდ დავით სარალიძის მკვლელობაში გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. მეორე მოზარდი, გამართლდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დავით სარალიძის ნაწილში კი მოსამართლემ გადაუკვალიფიცირა ბრალი და მას მსჯავრს დაადებენ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
2017 სლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.