ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი უარყოფს ადვოკატ ინგა შარაშენიძის ბრალდებას, რომ პროკურორი მის საცემად გაიწია და შეურაცხყოფა მიაყენა.
"თქვენ დაიჯერეთ ეს? ეს კითხვა ჩემთვის შეურაცხმყოფელია. ვინაიდან ეს ინფორმაცია გავრცელდა, მინდა განვაცხადო, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე. კომენტარის გაკეთება შეიძლება ისეთ ფაქტთან დაკავშირებით, რაც რეალურად მოხდა, მაგრამ რაც რეალურად არ მომხდარა, იმაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ამის მიუხედავად ვაცხადებ, ასეთ ფაქტს - ვინმეს საცემად გაწევას, ადგილი არ ჰქონია, თან ქალბატონის მიმართ, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია! ამასთან დაკავშირებით, განცხადებაც და კითხვის დასმაც შეურაცხმყოფელია", - აცხადებს ფხაკაძე.
ცნობისთვის, თბისლისის საქალქო სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ხირავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დედის გაღიზიანება მოჰყვა. სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც კი გახდა საჭირო.
ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვულის სიცოცხლე ემსხვერპლა.