ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.
ქართული დროშები ირლანდიის დედაქალაქში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.
აღსანიშნავია, რომ უკვე მეორე წელია, რაც ორი ქვეყნის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დუბლინში ქართული დროშები აღიმართება, რასაც 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი.