თარიღი    დრო

პრეზიდენტის სასახლეში დალია გრიბაუსკაიტეს და ლიეტუვის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 15:04 05.25.2018 474

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა სასახლეში დახვედრის ცერემონიაზე პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სამთავრობო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს.

დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ნატო-ს მოახლოებულ სამიტისათვის მზადების კოორდინირებული ქმედებების განხილვაა.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, 26 მაისის სამზადისმა პიკს მიაღწია და საქართველოში ჩამოდიან მეგობარი ქვეყნების დელეგაციები.

"საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით გვეწვევა 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.

პირველი ქალბატონი დალია გრიბაუსკაიტეა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომლის ორმხირივი ვიზიტიც სპეციალურად ეძღვნება ჩვენთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ და ბუნებრივია, რომ სწორედ აი ამ ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივებზე გამახვილდება ყურადღება პრეზიდენტების შეხვედრის დროს.

ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, იმ პერსპექტივებზე, რომლებიც არსებობს. თავისთავად ცხადია, რომ ეს იქნება ერთერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ შევაჯეროთ მომავალი ნატო-ს სამიტის კონტექსტში და განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები, ასევე ის ნაბიჯები, რაც საერთაშორისო არენაზე საქართველომ და ლიეტუვამ ერთად, კოორდინირებულად უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%