თარიღი    დრო

ერთადერთი ნათელი წერტილი სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო მეგონა, გადაასხით ბენზინი იმ შენობასაც და ამ შენობასაც - გურამ დონაძე

საქართველო, თბილისი - 14:38 05.25.2018 403

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდების მხარემ დღეს წერილობით მტკიცებულებები გამოიკვლია
ბრალდების მხარემ დამატებით წარმადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ვიდეო, ჰაბიტოსკოპიუტი და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა.

პროკურორის გიორგი ოსაძის თქმით, საქმეში არსებული ვიდეომასალები დამონტაჟებულია, რითაც ბრალდებულების ბრალეულობა იკვეთება. დაცვის მხარე ბრალდების პოზიციას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სასამართლომ დაუშვებელი მტკიცებულებები გაიზიარა, რაც მიუღებელია.

"დამატებით წარვადგინეთ სამხარაულის ექსპერტიზის მიერ გაცემული ვიდეო ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდება საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის მონტაჟის ნიშნები და წყვეტები. ვფიქრობთ, რომ ეს შუამდგომლობა კანონის სრული დაცვით იყო დაყენებული და სასამართლომ ის სრულად და საფუძვლიანად გაიზიარა", - განაცხადა საქმის პროკურორმა, გიორგი ოსაძემ.

ერთ-ერთი ბრალდებული, გურამ დონაძე კი თვლის, რომ აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს არ უნდა დაეშვა.

"არ უნდა დაეშვა სასამართლოს ეს მტკიცებულება. ჩვენ ჩავატარებინეთ განყოფილების უფროსს ექსპერტიზა, რომელმაც დაწერა ჭეშმარიტება და რეალობა, დღეს კი პროკურატურამ მოიტანა მისი ხელქვეითების დასკვნა, რომელშიც წერია, რომ თურმე ამბროლაძეს ბუნდოვანი დასკვნა აქვს გაცემული. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ ქვეყანაში მეგონა, რომ დარჩენილი იყო სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო. გადაასხით ბატონებო ბენზინი იმ შენობასაც, ამ შენობასაც და "დაწვით". დამთავრდა ყველაფერი დღეს, რა სამართლიანობაზე ვლაპარაკობთ?!", - განაცხადა დონაძემ.

ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული არიან: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული. ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%