თარიღი    დრო

არავინ არავის ფულს არ სძალავდა, ეს ბრალის დამძიმებისთვის დასჭირდათ - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 17:34 05.22.2018 437

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფულს არავის სძალავდა და ეს ბრალი მას ბრალის დასამძიმებლად წაუყენეს.

"ვინაიდან მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა წარმოდგენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რბილად რომ ვთქვათ, არ აკმაყოფილებს ბრალდების მხარის პოზიციებს, გამოძებნა აბსოლუტურად სხვა პირი, რომელმაც ჩვენება მისცა, არა იმ კუთხით, რა კუთხითაც ეს ბრალდებულს რამეთი დააზიანებდა, არამედ ფაქტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მე ამ ეპიზოდში მაქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობის პირობაზე, თუმცა, ვიტყვი რომ ეს ეპიზოდი გარდაცვლილს არ ეხება.

არავინ არავის არაფერს არ სძალავდა. ეს ადამიანები იყვნენ ნაცნობები, ერთმანეთში საუბრობდნენ ტელეფონით, ხუმრობდნენ და ეს ხუმრობის ფაქტები გამოიყენა. რაზე ხუმრობენ ვერ გეტყვით მოვა ეს გოგონა პროცესზე და იტყვის ყველაფერს. ბრალდების მხარეს დასჭირდა ამ მტკიცებულების შექმნა და შექმნა კიდეც. ბრალის დამძიმებისთვის სჭირდებოდათ", - აცხადებს ოტიაშვილი.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%