თარიღი    დრო

თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ საზღვარზე ნარკოტიკის შემოპარვისთვის გადადგეს გახარია - გელბახიანი

საქართველო, თბილისი - 17:15 05.22.2018 1121

თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ საზღვარზე ნარკოტიკის შემოპარვისთვის გადადგეს გახარია, - ამის შესახებ კლუბ "ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საზღვარზე შემოდის ნარკოტიკები, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო. 

„რეალიზაციის ნაწილში იყო კითხვა, რომ თუ შევამჩნიე ვინმე ტერიტორიაზე, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მსგავსი ფაქტები აღვკვეთოთ და ჩვენი დაცვის წევრები ყოველთვის ცდილობენ, რომ  იმ შემთხვევაში თუ რამე გამოვლინდა ეს აღკვეთონ. მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან, მენეჯმენტის მხრიდან შემჩნეული არ იყო. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარზე შემოდის ნარკოტიკები, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს ამის გამო. ეს ქსელია და პრობლემაა. აქ არ მზადდება ნარკოტიკები და რაც შემოდის, საზღვარზე შემოდის და მაშინ დღესვე მოუწევს გახარიას განცხადების დაწერა და გადადგომა. თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას, რომ კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკი, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას ვკიდებ რატომ იპარება საზღვარზე. მის კომპეტენციაში შედის რომ არ შემოიპაროს", - განაცხადა ზვიად გელბახიანმა. 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%