თარიღი    დრო

ვის შეუძლია მიიღოს ბრიტანული ინვესტორის ვიზა? - BBC

საქართველო, თბილისი - 17:13 05.22.2018 503

საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს, შეექმნა პრობლემები ბრიტანული ვიზის გაგრძელებასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, მისი "ინვესტორის ვიზა" ამოიწურა სამი კვირის წინ. რას ნიშნავს ეს ვიზა და ვის აქვს მისი მოპოვების უფლება. 

შეძლებული ადამიანებისთვის, ინვესტორის ვიზა, ოფიციალური სახელი „Tier 1“, წარმოადგენს მიმზიდველ ვარიანტს დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისა და ვიზიტებისთვის.

ინვესტორის ვიზა 2008 წელს გამოჩნდა, რათა მოეზიდათ ევროკავშირის გარეთ მცხოვრები მდიდარი ადამიანების კაპიტალი.

ამ ვიზის მოსაპოვებლად აუცილებელია მოახდინო სულ ცოტა 2 მილიონი ფუნტის ინვესტირება ქვეყნის ეკონომიკაში. როგორც წესი, ეს გამოიხატება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ან ადგილობრივი კომპანიის აქციების შესყიდვაში, ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ პირველი სამი თვის განმავლობაში.

არის სხვა პირობებიც. მაგალითად ადგილობრივი საბანკო ანგარიში და „კარგი საბანკო მახასიათებლები“.

დამტკიცების შემთხვევაში ვიზა გაიცემა სამი წლის და 4 თვის ვადით, რის შემდეგაც შესაძლოა მისი გახანგრძლივება კიდევ ორი წლით. ხოლო 5 წლის შემდეგ პირს აქვს უფლება მიმართოს დიდ ბრიტანეთს ცხოვრების უფლების მინიჭების მიცემით.

2011 წლიდან დაიწყო მოქმედება პრინციპმა - რაც უფრო მეტს დებს პირი, მით უფრო სწრაფად ენიჭება ცხოვრების უფლება.

თუკი ადამიანი ჩადებს 10 მილიონ ფუნტს (13.5 მილიონი დოლარი), ის მიიღებს ცხოვრების უფლებას სულ რაღაც ორ წელიწადში.

თუმცა, როცა იქნა შეტანილი ეს ცვლილებები, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს პირობა შეეხება მხოლოდ პლანეტის ყველაზე კაშკაშა და საუკეთესო პიროვნებებს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%