თარიღი    დრო

ვარდების რევოლუცია საქართველოს ისტორიას შემორჩება, რადგან შეცდომების მიუხედავად, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო - მარიამ ჯაში

საქართველო, თბილისი - 16:59 05.22.2018 527

ვარდების რევოლუცია საქართველოს ისტორიას შემორჩება, რადგან შეცდომების მიუხედავად, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ვარდების მოედნისთვის სახელის შესაძლო გადარქმევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ვარდების რევოლუციის სახელიც ჩვენს ისტორიას აუცილებლად შემორჩება, რადგან ეს ჩვენი გარდამავალი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მშენებლობისთვის თავისი წარმატებებით და შეცდომებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ჩვენს უახლეს ისტორიას არ უნდა ვივიწყებდეთ.

„ნებისმიერი სახელდების პროცესში ჩემი, როგორც ერთი დეპუტატის პოზიცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ჩვენს ისტორიებს პატივი აუცილებლად უნდა ვცეთ. თუმცა წონადობა იმ ისტორიული მოვლენების ბუნებრივია, განხილვის საკითხი შეიძლება იყოს. პირველი რესპუბლიკა საქართველოსთვის ბოლო საუკუნის მანძილზე უაღრესად ისტორიული მოვლენა იყო, შესაბამისად, ისტორიული წონადობა საქართველოსთვის პირველ რესპუბლიკას ბევრად უფრო მასშტაბური აქვს. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, როდესაც ჩვენი ისტორიის სხვადასხვა ფაზების მიმართ დამოკიდებულებები იცვლება”, – განაცხადა ჯაშმა.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%