თარიღი    დრო

განათლების სამინისტროსთან ლგბტ აქტივისტებმა აქცია გამართეს

საქართველო, თბილისი - 18:16 05.17.2018 511

განათლების სამინისტროსთან ლგბტ აქტივისტებმა აქცია გამართეს.

აქტივისტების განცხადებით, სკოლაში უნდა იყოს უსაფრთხო გარემო ყველასთვის, სადაც ნებისმიერი შესაძლებლობის, იდენტობის, გარეგნობის, მრწამსის ბავშვი თავს დაცულად იგრძნობს.

მათივე ცნობით, ბავშვობაში გადატანილი ჰომპოფობიური ბულინგით გამოწვეული ტრავმები მთელი სიცოცხლის მანძილზე მივყვება ადამიანს, ხოლო ამ დროს შეძენილი სიძულვილი განაპირობებს ახალგაზრდებში ჰომოფობიური აგრესიის მომატებას.

მათ მოითხოვეს უსაფრთხო სკოლა, ჰომოფობიური ბულინგის გარეშე.

გარდა განათლების სამინისტროსა, აქციები გაიმართა იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვაკის პარკსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან.

კიდევ ერთი აქცია, ამჯერად კანცელარიასთან საღამოს 7 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%