თარიღი    დრო

„საქაერონავიგაცია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თანამედროვე, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ შენობას და სასწავლო ცენტრს გახსნის

საქართველო, თბილისი - 17:37 05.17.2018 332

ხვალ, 18 მაისს, 11.00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ შენობას და სასწავლო ცენტრს გახსნის.

გახსნის ცერემონიას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რეგიონალური დირექტორი ლუის ფონსეკა ალმეიდა,  ევროკონტროლის დირექტორი ეამონ ბრენანი, ესპანური კომპანია კომპანია „INDRA“-ს პრეზიდენტი ფედერიკო რუედა,  სამოქალაქო ავიაციისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

საჰაერო მოძრაობის ახალი ცენტრის მშენებლობისა და მისი თანამედროვე სისტემით აღჭურვის საჭიროება საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ნაკადების უპრეცედენტო ზრდის გამო დადგა. თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ახალ ცენტრში დამონტაჟებულია ესპანური კომპანია “INDRA”-ს წარმოების  ახალი თანამედროვე სისტემა.  შენობის პროექტი არქიტექტურულ კომპანია „ლებო“-ს ეკუთვნის, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კომპანია „დაგი“-მ შეასრულა. მართვის ახალ სისტემაზე გადასვლა „საქაერონავიგაციას“ მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გაზარდოს საჰაერო სივრცის დატვირთვა.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%