თარიღი    დრო

არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არ გადადგება - ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველო, თბილისი - 15:21 05.04.2018 1385

არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, ვიდრე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არ გადადგება, – ამის შესახებ სპორტსმენმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.

„საქართველოს ძიუდოს ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო პირობების უზრუნველყოფით, ასევე სწორი მწვრთნელების შერჩევით, საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზეც დღეს შეგნებულად შევიკავებთ თავს და არ ვისაუბრებთ ამ ფორმატში.

ნაკრების გადაწყვეტილებით, ფედერაციაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და ამ სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო, ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან.

იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი, რაც დასტურდება მისი ექვსწლიანი მმართველობითა და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს – ფედერაციის მხარდაჭერით.

ამ წლების განმავლობაში, ჩვენ არასოდეს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინ როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში.

დიდი ხანია, სხვადასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდოს ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება.

ავთანდილ ჭრიკიშვილი წუხელ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და უერთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის.

ველოდებით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრმა ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%