დღეს კაკას დაბადების დღეა. ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო იზეკსონ დოს სანტოს ლეიტე, ცნობილი როგორც კაკა 1982 წლის 22 აპრილს, სიმონე და კრისტინა ლეიტეების ოჯახში დაიბადა.
მისი ზედმეტსახელი „კაკა” ბრაზილიაში ჩვეული შემოკლებაა სახელი რიკარდოსათვის, თუმცა რეალური წარმოშობა ამ ზედმეტსახელისა მის უმცროს ძმას, ასევე ფეხბურთელს, დიგაოს უკავშირდება; მას პატარობისას რიკარდოს წარმოთქმა უჭირდა და ენის გაუტეხელობის გამო კაკას ეძახდა.
კაკამ ბავშვობაში მძიმე ტრავმა გადაიტანა, ცარიელ აუზში ჩავარდა. მას ერთი კვირის მანძილზე საშინელი ტკივილები ჰქონდა და ერთი კვირის შემდეგ ფეხზე დგომაც ვეღარ შეძლო. ექიმებმა მას უთხრეს რომ ხერხემლის მალები ჰქონდა დაზიანებული და იგი სიარულს ვეღარ შეძლებდა. მედიკოსებს ვერ წარმოედგინათ მის გამოჯანმრთლება, თუმცა მოხდა სასწაული, თუმცა საბოლოოდ კაკა განიკურნა და ფეხბურთის თამაშიც განაგრძო. ამიტომაც ყოველი გოლის გატანის შემდეგ იგი ცისკენ იშვერს ხელებს და ღმერთს მადლობას სწირავს, რომ მას თამაში შეუძლია. კაკა ყველა ინტერვიუში წერს რომ მისი ფეხბურთელობა უფლის წყალობა და საჩუქარია.
კაკას დებიუტი ბრაზილიურ სან-პაულუში შედგა 2001 წელს, მაშინ ფეხბურთელი 18 წლის იყო. იმ სეზონში კაკამ 27 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა, ხოლო მომდევნო სეზონში — 10. მისმა შედეგიანმა თამაშმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია და მილანი აღმოჩნდა პირველი კლუბი, რომელმაც შეძლო კაკას დათანხმება და კონტრაქტის გაფორმება 2003 წლის ზაფხულში. კაკა მალევე იქცა მილანის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად. სეზონში მისი ბრწყინვალე გამოსვლის წყალობით, მილანურმა კლუბმა სერია A-ს ტიტულის მოპოვება და უეფა-ს სუპერთასზე გამარჯვება შეძლო. მან 30 მატჩში 10 გოლის გაიტანა.
მომდევნო სეზონში კაკამ კლუბთან ერთად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, იტალიის საფეხბურთო თასი მოიგო, აგრეთვე გახდა სერია A-ს ვიცე-ჩემპიონი.
კაკას კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული 2007 წელი იყო. კაკამ და „მილანმა” რისი მოგებაც შესაძლებელი იყო ყველაფერი მოიგეს იტალიაშიც და მის გარეთაც. გუნდმა დამაჯერებლად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. რიკარდო კაკამ კი ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა და სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. ამ სეზონში კაკა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელად და საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ის ასევე გახდა ოქროს ბურთის მფლობელი და ფიფამაც ბრაზილიელი 2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 2008 წელს კი „მილანმა” ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე კაკა გახდა. 2009 წელს კი ბრაზილიამ კაკას დიდი წვლილით კონფედერაციის თასის მოიგო. რიკარდო ჩემპიონატის საუკეთესოდ აღიარეს.
2010 წელს კი რიკარდო კაკა რეალ მადრიდში გადავიდა. „მილანს” ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რეალმა მათ ასტრონომიული თანხა, 68 მილიონი ევრო შესთავაზა. ტრანსფერი შედგა და კაკამ მადრიდელებთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას 8 ნომრიანი მაისური მიაკუთვნეს. სამეფო კლუბში მისი სადებიუტო, 2010 წლის სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. კაკამ გაუტავებელმა ტრავმებმა შეაწუხა, გუნდმაც ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.
2013 წელს კაკა სათამაშოდ კვლავ მილანში დაბრუნდა.
მისი საერთაშორისო დებიუტი 2002 წელს, ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. კაკა მოხვდა კორეა-იაპონიის მუნდიალზეც, თუმცა მხოლოდ 19 წუთი ითამაშა ჯგუფური ეტაპის მატჩში კოსტა-რიკელთა წინააღმდეგ.
2005 წლიდან იგი ნაკრების მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხდება და ამ წელს ბრაზილიამ მისი დახმარებით კონფედერაციის თასის მოგება შეძლო, ხოლო თავად ფეხბურთელმა ფინალში არგენტინელთა წინააღმდეგ გოლიც გაიტანა.
კაკა 2005 წლის 23 დეკემბერს დაოჯახდა. მილანში მისი გადასვლიდან 2 წლის შემდეგ მან ცოლად შეირთო ახალგაზრდა კაროლინ სელიკო, ბიზნესმენ სელსო სელიკოსა და ბრაზილიაში კრისტიანნ დიორის სახის, როზანჟელა ლირას ქალიშვილი. ქორწილში 600 სტუმარი იყო, მათ შორის ცნობილი ფეხბურთელები, მისი მეგობრები და თანაგუნდელები: კაფუ, რონალდო, ადრიანო, ჟულიუ ბაპტიშტა და ასევე ნაკრების მწვრთნელი კარლოშ ალბერტუ პარეირა.