თარიღი    დრო

დიმიტრი ქუმსიშვილი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 17:36 04.19.2018 415

20 აპრილს 19:00 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. მინისტრი სტუდენტებს წარუდგენს საქართველოს მთავრობის ხედვას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების შესახებ.

ღონისძიებას დაესწრებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორი საქართველოში ჯენერ ედელმანი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდეტნები.

განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები გლობალური მოვლენების ჭრილში, საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო, კვლევით და სახელმწიფო ორგანიზაციებთან. მინისტრი აგრეთვე ისაუბრებს სამთავრობო პროგრამებზე, რომელთა მიზანსაც ბიზნესის და ინოვაციური იდეების მხარდაჭერა წარმოადგენს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდება პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ და სტარტაპების და ინოვაციური იდეების მხარდამჭერ პროგრამებზე. პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2017 წლის 13 ნოემბრიდან იკავებს. საქართველოს მთავრობაში ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზეა 2012 წლის ნოემბრიდან - იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, თბილისის ვიცე-მერი. 2016-2017 წლებში იკავებდა ფინანსთა მინისტრის თანამდებობას.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%