საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს, სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ერებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, – წერს პრემიერი Twitter-ის პირად გვერდზე.
ცნობისთვის, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დღეს პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. წარდგენილ ერთადერთ კანდიდატურას დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.