თარიღი    დრო

მამუკა ბახტაძე: მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის, საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს

საქართველო, თბილისი - 17:26 04.16.2018 211

დღეს, ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ არსებობს გარკვეული კითხვები და ამ კითხვებზე საჭიროა პასუხების მიღება. საფინანსო სექტორის ადეკვატური ჩართულობა მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისების, სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის საკეთილდღეოდ, არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან პრინციპული და საგნობრივი საუბარი. მეორე პრობლემა, რომელზეც გვქონდა კომუნიკაცია, შეეხება ჭარბვალიანობის პრობლემას ჩვენს მოსახლეობაში. აქაც, საბანკო სექტორს აქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ამ კუთხით. ჭარბვალიანობა, ზოგადად, კომპლექსური პრობლემაა და მას სჭირდება სისტემური მიდგომა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი შეხვედრები იქნება სისტემური ხასიათის, დაახლოებით, სამ კვირაში, ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც იმედს ვიტოვებ, რომ ამ შეკითხვებზე მივიღებთ შესაბამის პასუხებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%