თარიღი    დრო

პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ისეთი სტატისტიკა არსებობს, არ მეგულება სხვა ქვეყანა, რომელიც ახლოს მაინც მოვა ამ სტატისტიკასთან - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 16:42 04.16.2018 781

ახლა თუ შეწყვეტს და შეაჩერებს [პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტის გამოცემას] ეს კონკრეტულ მსხვერპლს და კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ისეთი სტატისტიკა არსებობს, რომ მას არ ეგულება რომელიმე სხვა ქვეყანა, რომელიც ახლოს მაინც მოვა ამ სტატისტიკასთან. 

"აქ არის ორი კითხვა. ერთი - შეეხება შეწყალებების პრაქტიკას და ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ისეთი სტატისტიკა არსებობს, რომ მე არ მეგულება რომელიმე სხვა ქვეყანა, რომელიც ახლოს მაინც მოვა ამ სტატისტიკასთან. ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია და შედეგი ვნახეთ - ჩვენ ვნახეთ შეწყალებული ადამიანი, რომელმაც უსასტიკესი მკვლელობა ჩაიდინა და უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა ჩვენს ქალაქში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, არ ვიცი დეტალები როგორ წარიმართა, მაგრამ ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით კიდევ უფრო განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად რომ უნდა იყოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ბუნებრივია, ამაზე დავა არ შეიძლება. ახლა თუ შეწყვეტს და შეაჩერებს ეს კონკრეტულ მსხვერპლს და კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 





konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%