საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, მეორე შემთხვევაა, როცა შეწყალებაზე საუბრისას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი ხელს სხვა მიმართულებით იშვერს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ პრეზიდენტი შეწყალებას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და მოძალადეები და ნარკორეალიზატორები გარეთ არ უნდა გამოუშვას.
“ნარკორეალიზატორის შეწყალების ფაქტი გვახსოვს, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფიგურირებენ, ახლა უკვე მთავრობისკენ იშვერს ხელს. მთავარია, რომ პრეზიდენტი შეწყალებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და გარეთ მოძალადეები და ნარკორეალიზატორები არ გამოუშვას, თუ მნიშვნელოვანი საგამონაკლისო ვითარება არ არის. შეწყალების უფლების გამოყენებას ის დააზღვევს, რომ საქართველოს პრეზიდენტად მეტი პასუხისმგებლობის მქონე პირი ავირჩიოთ. ეს არჩევნები წელს იქნება”, – დასძინა კახიძემ.