თარიღი    დრო

RC Cola ყავის არომატით უკვე გაყიდვაშია

საქართველო, თბილისი - 11:00 04.17.2018 1109

„ქართული ლუდის კომპანიამ“ ბაზარზე ახალი გემური თვისებების გამაგრილებელი სასმელი გამოიტანა. RC Cola ყავის არომატით უკვე გაყიდვაშია. სასმელი დახლზე 0,25 და 0,5 ლიტრიანი შეფუთვითაა წარმოდგენილი.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყავის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ხოლო ყავისა და Cola-ს კომბინაცია თანდათან უფრო ტრენდული ხდება. ამ ფონზე არც „ქართული ლუდის კომპანია“ ჩამორჩა მოვლენებს და ბაზარზე Cola-სა და ყავის ერთობლივი ნაზავი- RC Cola ყავის არომატით წარმოადგინა.

„ქართული ლუდის კომპანიამ“ Royal Crown Cola-ს (RC Cola) ჩამოსხმა 2016 წლიდან დაიწყო და ამერიკული წარმატების 113 წლიან ისტორიას ლუდსახარშ „ზედაზენში“ წარმატებით აგრძელებს. კომპანიის მენეჯმენტი RC Cola-ს გაყიდვებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ მზარდი მოთხოვნისა და ასორტიმენტის ზრდით ფონზე RC Cola-ს გაყიდვები და პოპულარულობა კიდე უფრო გაიზრდება.

RC Cola, რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უკვე გახდა.

აშშ-ს ბაზარზე ბაზარზე RC Cola-ს ასორტიმენტი მრავალფეროვანია და ის 13 სახეობითაა წარმოდგენილი, თუმცა ქართულ ბაზარზე მისი 3 ვარიანტი უკვე არსებობს და „ქართული ლუდის კომპანია“ სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდასაც გეგმავს.

RC Cola  - კოლას გემოს მატარებელი გამაგრილებელი სასმელი გახლავთ, რომელიც 1905 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ ჯორჯიაში ფარმაცევტმა კლოდ ჰაჩერმა გამოიგონა. 

RC Cola მსუბუქ, მხიარულ და შუშხუნა გარემოს შეგიქმნით. მისი კლასიკური გემო საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ თავისუფლება, ისიამოვნოთ ზაფხულით და არ შეწუხდეთ სიცხით. სამომავლოდ, კლასიკურთან ერთად, სხვადასხვა გემოს RC Cola-საც შემოგთავაზებთ.

RC Cola – პოზიტიური განწყობა  თქვენში.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%