"გირჩი" წელს პირველად, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და მისი კანდიდატი პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე იქნება.
ჯაფარიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იმის შესახებ საუბრობს, თუ რა შეიცვლება მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში.
მისი თქმით, თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება 5 წელიწადში, გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახური, მოხდება „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შეწყალება, სანამ არ შეიცვლება შესაბამისი კანონები, ასევე, მოხდება ვეტოს დადება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონზე და მინისტრთა ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ ფეისბუქ ლაივით.
ზურა ჯაფარიძემ აქვე დაანონსა, რომ დღეიდან "გირჩი" საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს.