თარიღი    დრო

„m2 უძრავი ქონება“ თელავში სასტუმროს ააშენებს

საქართველო, თბილისი - 17:23 04.03.2018 302

 „m2 უძრავი ქონება“ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქალაქ თელავში 130 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. კომპანია თელავში განავითარებს სივრცეს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებისთვის. m2-მა უკვე შეიძინა 8512 კვ.მ ტეროტორია, რომელზეც ამჟამად უფუნქციოდ დარჩენილი, ძველი სასტუმრო „ინტურისტი“ დგას.  

სასტუმროების ქსელის განვითარება m2-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კომპანიის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, m2 მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს. თელავის სასტუმრო m2-ის პორტფელში რიგით მეხუთე იქნება და ის კახეთის რეგიონში ტურისტების უფრო დიდი რაოდენობის მოზიდვას, ღვინის ტურიზმის განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.4%
შემცირდა 12.6%
არ შეცვლილა 3%