თარიღი    დრო

სასამართლომ ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველო, თბილისი - 17:44 03.19.2018 1327

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში, ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრების ქონების დაზიანებასა და განადგურებაში ბრალდებული ბ.ჭ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 იანვარს, ღამის საათებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ბ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის დედის-ფ.ჭ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მუშტი დაარტყა. ბ.ჭ.-ს ქმედებით ფ.ჭ.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

აღნიშნულის შემდგომ, ბ.ჭ. სანადირო თოფის და დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ.რ.-ს და ფ.ჭ.-ს, რა დროსაც მათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, ხოლო მოგვიანებით ნ.რ.-ს ტანსაცმელს და ფეხსაცმელებს, ასევე ფ.ჭ.-ს კუთვნილ საოჯახო ნივთებს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ჭ.-ს ქმედებით ნ.რ.-ს 4030 ლარის, ხოლო ფ.ჭ. -ს 3855 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა ბ.ჭ. იმავე დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) და 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლის წაკიდებით ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბ.ჭ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%