თარიღი    დრო

მოწმეები სასამართლოს სიმართლეს არ ეუბნებიან, იკვეთება გარკვეული პირების დაინტერესება - ხორავას ქუჩის საქმის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 15:16 03.14.2018 810

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარილ კაკაბაძის განცხადებით, სასამართლოში გამოკითხულმა ყველა მოწმემ ჩვენება შეცვალა, მათ შორის, დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვანმაც. მოწმეების მიერ ჩვენებების შეცვლაში ადვოკატი გარკვეული პირების დაინტერესებას ხედავს.

„დღევანედლმა მოწმემაც გამოძიებაში მიცემული ჩვენება კატეგორიულად შეცვალა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა მოწმემ, გამოძიებაში მიცემული ჩვენება შეცვალა. ეს არ არის ჩვენების დაზუსტება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს ჩვენების შეცვლაა. ის ფაქტი, რომ მოწმეები უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით კატეგორიულად ცვლიან ჩვენებას, მიუთითებს იმაზე, რომ მოწმეები სასამართლოს სიმართლეს არ ეუბნებიან, გამოძიება სწორად ნაწარმოები არ არის და არც საქმეზეა ჭეშმარიტება დადგენილი.

ჩვენი აზრით, აქ გარკვეული პირების დინტერესება იკვეთება. გარდა იმისა, რომ მათ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები შეცვალეს, სასამართლოშიც მიცემული ჩვენებებიც კი ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამას დაცვის მხარე სასამართლოში დასკვნითი სიტყვის დროს აუცილებლად დაასაბუთებს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%