თეთრ სახლში საკადრო ცვლილებები გრძელდება. სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებენ პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი.
მედიის ცნობით, „საკადრო ცვლილებები აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვლავაც გაგრძელდება. თანამდებობა შესაძლოა დატოვონ დონალდ ტრამპის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერმა და თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა ჯონ კელიმ“ - წერს CNN-ი.
სააგენტოს ვერსიით, მაკმასტერის გათავისუფლება ბევრად უფრო რეალურია ვიდრე კელის, რადგან ეს უკანასკნელი ტრამპმა ერთი დღით ადრე საჯაროდ შეაქო. ამასთანავე CNN-ი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია სხვა ცვლლებებიც თეთრ სახლში. მისი თქმით, ამ ცვლილებების შესახებ სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა აშშ-ს სახელწიფო მდივანი რექს ტილერსონი. მისი თანამდებობა ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს დირექტორმა მაიკლ პომპეომ დაიკავა.