თარიღი    დრო

ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 17:38 03.13.2018 1171

ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ადამიანი დაჭრეს.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენ ორს კი, შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებშიც უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%