თარიღი    დრო

ამ ეტაპზე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის კონკრეტულ ვადებზე საუბარი შეუძლებელია, - ციხელაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:31 03.11.2018 3598

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  ამბობს რომ კონკრეტულ ვადებზე საუბარი, თუ როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, შეუძლებელია.

"მნიშვნელოვანია რომ მოხერხდა მათი უსაფრთხოდ გადმოსვლა და გადმოყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა ეს არის მისასალმებელი ფაქტი მაგრამ თქვენ იცით რომ დღემდე ჩვენ ველოდებით არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება პროგრესი ამ მიმართულებით და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს მალე მოხდება. თქვენ იცით, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა ბერკეტი გვაქვს გააქტიურებული, ამ ეტაპზე შეუძლებელია კონკრეტულ ვადებზე საუბარი, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ასეთი მობილიზების პირობებში ეს საკითხი მალე იქნება მოგვარებული", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა "რუსთავი 2"-თან.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი არჩილ ტატუნაშილთან ერთად  საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, ზუსტი თარიღი უცნობია.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%