თარიღი    დრო

უწერის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 16:32 02.24.2018 429

მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, გლდანის რაიონში საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გზის საფარის შეკეთების სამუშაოები ავჭალაში, უწერის ქუჩაზე დაიწყო. 

რეაბილიტაციის შედეგად, 3400 კვ.მ-მდე ფართობზე გზა განახლდება - მოეწყობა ბორდიური, ფეხითსავალი ბილიკები და ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო, უწერის მოსახლოებას შეხვდა და მათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„უწერის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოები დაახლოებით, 3 400 კვ.მ-ზე განხორციელდება და მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, კეთილმოწყობის სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ვანხორციელებთ. ამასთანავე,  უწერის ქუჩის მოსახლეობას შევხვდით და მათ გლდანის რაიონში მიმდინარე სამუშაოები გავაცანით“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდსოლუშენი“ ახორციელებს.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%