თარიღი    დრო

„აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა

საქართველო, თბილისი - 16:20 02.24.2018 524

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით პროგრამის ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  გიორგი ჩერქეზიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სახელმწიფო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების ეკონომიკური საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას, ადგილობრივი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების პოპულარიზაციას და სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტის ეფექტურ ათვისებას.

„ჩვენი მიზანია, რომ ბენეფიციარებმა მიიღონ ახალი ინფორმაციები, ასევე მიიღონ დამატებითი სერვისები, რომელსაც ქართული საკონსულტაციები კომპანიები სთავაზობენ. ასევე საკონსულტაციო კომპანიებისთვის მოხდება ბაზრის გაფართოება“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 ღონისძიების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ წინასწარ იდენტიფიცირებულ კომპანიებთან და სურვილის შემთხვევაში, ესარგებლათ სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტით, რაც 10 000 ლარიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ღონისძიება, რომელსაც 39  ბიზნეს საკონსულტაციო და 55 ბენეფიციარი კომპანია ესწრებოდა, ადგილობრივ სერვის პროვაიდერებს შესაძლებლობას აძლევს მოახდინონ თავიანთი მომსახურების პოპულარიაზაცია და განახორციელონ კომერციული გარიგებები

.„ჩვენი ბენეფიციარებისთვის გვაქვს ტექნიკური დახმარების პაკეტი 10 000 ლარამდე. როდესაც კომპანია ისარგებლებს ფინანსური მხარდაჭერით, მას შეუძლია ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის, ლიცენზირების ან სერტიფიკატების მიღების მიზნით, ჩამოიყვანოს უცხოელი ექსპერტი ან ადგილობრივი ექსპერტი აიყვანოს და გაიუმჯობესოს თავისი ბიზნესპროცესები. 80%-მდეა თანადაფინანსების პაკეტი 10 000 ლარის ფარგლებში და 20 პროცენტი არის თანადაფინანსება ბენეფიციარი კომპანიის მიერ. დღევანდელი ღონისძიების მიზანია, ხელი შევუწყოთ კომპანიებს - გამოიყენონ ჩვენი ტექნიკური დახმარების პაკეტი“, - განაცხადა  ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქვლივიძემ.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ სააგენტო„აწარმოე საქართველოში“ 2014 წლიდან ახორციელებს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომლის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შეუძლიათ განახორციელონ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, რომელსაც დააფინანსებს სააგენტო 10 000 ლარის ოდენობით ბენეფიციარის მხრიდან მინიმუმ 20% თანამონაწილეობის შემთხვევაში. საკონსულტაციო ტიპის მომსახურების მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს, საკონსულტაციო მომსახურების მოთხოვნის შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

  • არსებული სიტუაციის ანალიზს და საჭიროების დეტალურ აღწერას
  • განსახორციელებელი საკონსულტაციო მომსახურების დეტალური აღწერას
  • მოსალოდნელი შედეგების და შეფასების ინდიკატორების აღწერას
  • მომსახურების განხორციელების ვადებს



Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%