თარიღი    დრო

ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება - ახალგორის გამგებელი

საქართველო, თბილისი - 16:03 02.24.2018 784

ამ სისხლზე, რომელიც ახლა კიდევ დაიღვარა [არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება], თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს, "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება, - ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა, რომელმაც ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან კითხვის დასმაც და ინფორმაციის მიწოდებაც არ იკადრა, ისე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, მიაკუთვნა ახალგორი, რომელიც მცხეთა-მთიანეთს ეკუთვნოდა

„ეს არის კრიმინალების ბანდა, რომელიც მართავს იმ გარკვეულ ტერიტორიას, რომელიც დროებით არის წართმეული. ამ სისხლზე, რომელიც ახლა კიდევ დაიღვარა, თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს, "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება, რომელმაც მოსახლეობასთან კითხვის დასმაც და ინფორმაციის მიწოდებაც არ იკადრა, ისე შექმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, მიაკუთვნა ახალგორი, რომელიც მცხეთა-მთიანეთს ეკუთვნოდა", - ნუგზარ თინიკაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, ბოლო პირობის თანახმად, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადმოასვენონ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%