თარიღი    დრო

ხვალ „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებსა და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება

საქართველო, თბილისი - 21:19 02.23.2018 531

ხვალ, 24 თებერვალს, 11:00 სთ-ზე, სასტუმრო „რუმსში," „აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებსა და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გახსნის.

ღონისძიების ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მოლაპარაკებები აწარმოონ წინასწარ იდენტიფიცირებულ კომპანიებთან და, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლონ სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტით, რაც 10 000 ლარიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, რომელსაც 39 ბიზნესსაკონსულტაციო და 55 ბენეფიციარი კომპანია დაესწრება, კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ სერვისპროვაიდერებს მოახდინონ თავიანთი მომსახურების პოპულარიზაცია და განახორციელონ კომერციული გარიგებები.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%